სრული აუთსორს მარკეტინგი

მრავალ კომპანიას მისი ზომის თუ სტრატეგიული მიდგომის გამო არ გააჩნია შიდა მარკეტინგული განყოფილება ან სულაც განსხვავებული მიდგომების და საჭიროებების დასაფარად დამატებით სააგენტოს ჩართულობა ესაჭიროება. ზოგიერთი საერთაშორისო ბრენდი ქვეყანაში მიზნობრივ აუდიტორიაზე საკუთარი კონტენტის მოდიფიკაციას და ედვერთაიზინგს, ივენთებს, აქტივობებს საჭიროებს და მრავალი სხვა. წარმატებული მარკეტინგისთვის საჭიროა ექსპერტიზა, გამოცდილება, უნარ-ჩვევები, ტექნოლოგიები, დრო და ამ ყველაფრის ერთად გამოყენების უნარი. როდესაც ახორციელებთ აუთსორსინგს, თქვენ მარკეტინგულ აქტივობაზე ზრუნავენ გამოცდილი გუნდის წევრები და არა ერთი ადამიანი. მნიშვნელოვანია, ფეხის აწყობა და მუდმივი გადაწყობა იმ ცვლილებების და შესაძლებლობების კვალდაკვალ, რასაც ახალი ტექნოლოგიები გვთავაზობენ. ასეთი გადაწყობა გაცილებით მარტივია აუთსორსინგის დროს, როგორც ფინანსური, ისე დროითი რესურსის გათვალისწინებით.შ ედეგად კი, თქვენი ბიზნესი ღებულობს მაქსიმალურ ხარისხსს, მინიმალური დანახარჯით.

banner-image
banner-image

ინფლუენსერ მარკეტინგი

თქვენ უკვე ინფლუენსერ მარკეტინგის დახმარებით შეგიძლიათ განავითაროთ ბიზნესი ყველაზე წარმატებული, თანამედროვე მიდგომებით, ჩვენთან ერთად. ბრენდები, რომლებიც ცდილობენ საკუთარ სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტურ კომუნიკაციასა და ჩართულობის ზრდას, თავიანთი პროდუქტების პაპულარიზაციას ინფლუენსერ მარკეტინგის დახმარებით უზრუნველყოფენ. თუკი ადრე ზეპირი სიტყვის მეშვეობით პროდუქტებსა თუ სერვისებზე ხმა მხოლოდ სანაცნობო წრეში ვრცელდებოდა, დღეს ინფლუენსერების დახმარებით ათასობით ადამიანამდე ხმის მიწვდენაა ყველაზე ორგანული და ეფექტური გზით არის შესაძლებელი. ინფლუენსერი შეიძლება იყოს - ბლოგერი, ვლოგერი, ხელოვანი, ჟურნალისტი, ცნობადი სახე, ექსპერტი თუ უბრალოდ სხვადასხვა თემის ირგვლივ მოღვაწე ადამიანი, რომელიც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს, დემონსტრირებას უკეთებს მისი ცხოვრების სტილს, გამოცდილებებს, სხვადასხვა საინტერესო თემატიკას, აინტერესებს აუდიტორიას მისი კონტენტით და უწევს ბრენდებს პოპულარიზაციას. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მომგებიანი და საინტერესოა, როგორც ბრენდებისთვის ამავდროულად თავად ინფლუენსერებისთვის. ლიდერ კომპანიებთან პარტნიორობით იზრდება და მრავალფეროვანი ხდება გამომწერების რაოდენობა, იმატებს დაინტერესებული კომპანიების რიცხვი მათი პროდუქტების პროფესიონალების მიერ გავრცელების მიზნით, რაც ინფლუენსერისთვის კარიერის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის შესაძლებლობას იძლევა.

ბრენდინგი

ბრენდინგი არის ხელსაწყო, რომლის დახმარებითაც კომპანია აყალიბებს ბრენდის თუ პროდუქტის სახელს, სიმბოლოს, სლოგანს და დიზაინს, რომელშიც ადვილად ამოიცნობა კომპანიის კუთვნილება, რაც ხელს უწყობს მის იდენტიფიცირებას და კონკურენტებისგან გარჩევადობას. ბრენდინგის საშუალებით ხდება მომხმარებლისთვის დასამახსოვრებელი შთაბეჭდილების და მოლოდინების შექმნა. სწორედ ამაზეა დამოკიდებული თუ როგორად აღიქვამს თქვენს კომპანიას/ბრენდს/პროდუქტს/მომსახურებას აუდიტორია. ბრენდინგი უზრუმველყოფს: - ბაზარზე გამორჩეულობას - იდენტიფიკაციას - ემოციურ კავშირს - აღქმის ფოკუსირებას - ღირებულებების და ფასეულობების გაზიარებას - ლოიალობას - მიზნობრივი ფასის დადების შესაძლებლობას - გრძელვადიან სარგებელს ბრენდინგი არ არის სასაქონლო ნიშნის შექმნა, ბრენდინგი იმ ატრიბუტების კომბინაციაა, რომლითაც ადამიანები ბრენდს აღიქვამენ და მიღებული ემოციების შედეგად უყალიბდებათ დამოკიდებულებები მის მიმართ - ვინ ხარ / რას აკეთებ / რატომაა ის ღირებული.

banner-image
banner-image

სოციალური მედია მარკეტინგი

სოციალური მედია მარკეტინგი ერთ-ერთი პოპულარული ინსტრუმენტია ბიზნესებისთვის, იგი მომხმარებელსა და კომპანიას შორის კავშირს მასშტაბურს, სანდოს და საინტერესოს ხდის, ხელს უწყობს მისი პროდუქტების თუ სერვისების პოპულარიზაციას და მომხმარებელთა ჩართულობას. სოციალური მედია მარკეტინგის შედეგები მრავალფეროვანია: ბრენდის ცნობადობა, გაყიდვების ზრდა, მიზნობრივი რეკლამა, პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა-დაინტერესება, დანახარჯების ეფექტურობა და მრავალი სხვა. სოციალური მედია წამყვანი პლატფორმებია : Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok სოციალური მედია მარკეტინგის ძირითადი ამოცანებია: სტრატეგიის შემუშავება, გვერდის და მისი კონტენტის შექმნა, აუდიტორიის განსაზღვრა, სარეკლამო კამპანიის წარმოება და შედეგების ანალიზი.

Google რეკლამა (Google Ads)

Google-ში ყოველდღიურად მილიონობით ძიების ოპერაცია სრულდება. GOOGLE ads - საშუალებას იძლევა Google-ში კონკრეტული პროდუქტის შესაბამისი საკვანძო სიტყვების ასახვის მეშვეობით მომხმარებელს უჩვენოს თქვენი რეკლამა საძიებო სისტემების საწყის პოზიციებზე და ზრდის თვენი საიტის პოპულარიზაციას. თქვენ კი რეკლამის შედეგებზე და საიტის მომხმარებელთა სტატისტიკაზე გაქვთ მუდმივი წვდომა. GOOGLE display - რეკლამა მსოფლიოს ინტერნეტ მომხმარებლების 90%-ს აღწევს, იგი საუკეთესო შესაძლებლობაა ფართო აუდიტორიასთან სამუშაოდ. Google-ს გააჩნია მილიონობით პარტნიორი პორტალი, ვებ.გვერდი და ბლოგი, რომელიც ჩართულია Google AdSense– ში სადაც შესულ თქვენს მიზნობრივ მომხმარებელს შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენი პროდუქტის რეკლამა.

banner-image
banner-image

ვებ-გვერდის დამზადება და SEO

ვებ გვერდის დამზადება ბიზნეს საქმიანობის ეფექტურად განხორციელების წინაპირობაა. ეს არის მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს ექმნება წარმოდგენა თქვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ. SEO-ს მეშვეობით კი ხორციელდება საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემაში. შედეგად, თქვენი საიტი გამოჩნდება მოწინავე პოზიციებზე გუგლში, Yandex-სა თუ სხვა უამრავ საძიებო სისტემაში, რაც განაპირობებს თქვენს საიტზე მეტი ვიზიტორს გადმოსვლას და ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას. იგი იძლევა საშუალებას თქვენი აქტივობა მიმართული იყოს დაინტერესებული მომხმარებლიკენ და განიჭებთ კონკურენტულ უპირატესობას მომხმარებლებში, რომლებიც ეძებენ მსგავსი ტიპის პროდუქციას ან მომსახურებას ინტერნეტ სივრცეში. ბრენდისტრში თქვენ შეძლებთ ნებისმიერი სირთულისა და ფუნქციონალის მქონე საიტის დამზადებას საუკეთესო პირობებით. გრაფიკული დიზაინი გრაფიკული დიზაინის დახმარებით ბრენდი მთავარი გზავნილების სამიზნე აუდიტორიისთვის გადასაცემად ვიზუალურ გამოსახულებებს იყენებს. მას ყოველდღიურად ვხვდებით - ბილბორდებზე, სოც.ქსელებში, პროდუქტების შეფუთვებსა თუ მობილურ აპლიკაციებში. გრაფიკული დიზაინის ელემენტები მოიცავს: ხაზს, ფერს, ფიგურებს, სივრცეს, აგებულებას, ტიპოგრაფიას, სკალას, დომინანტობასა და ბალანსს. მათი ერთიანობა კი ქმნის ვიზუალურად თვალშისაცემ და მიმზიდველ გამოსახულებას, რომელიც ეფექტურად გადმოსცემს ბრენდის მთავარ გზავნილს. გრაფიკული დიზაინის მომსახურების ძირითადი ნაწილი მოიცავს: ლოგოს დამზადება ქავერის დამზადება ბანერების და ბილბორდების ვიზუალების შექმნა სოც მედია პოსტების შექმნა ციფრული ბანერების დამზადება საბეჭდი მასალების - ფლაერები, პოსტერები, ბროშურების შექმნა ბიზნეს ბარათების დამზადება აბრების, ინსტალაციების დიზაინის შექმნა სხვა, ინდივიდუალური საჭიროებების დიზაინის შექმნა

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინის დახმარებით ბრენდი მთავარი გზავნილების სამიზნე აუდიტორიისთვის გადასაცემად ვიზუალურ გამოსახულებებს იყენებს. მას ყოველდღიურად ვხვდებით - ბილბორდებზე, სოც.ქსელებში, პროდუქტების შეფუთვებსა თუ მობილურ აპლიკაციებში. გრაფიკული დიზაინის ელემენტები მოიცავს: ხაზს, ფერს, ფიგურებს, სივრცეს, აგებულებას, ტიპოგრაფიას, სკალას, დომინანტობასა და ბალანსს. მათი ერთიანობა კი ქმნის ვიზუალურად თვალშისაცემ და მიმზიდველ გამოსახულებას, რომელიც ეფექტურად გადმოსცემს ბრენდის მთავარ გზავნილს. გრაფიკული დიზაინის მომსახურების ძირითადი ნაწილი მოიცავს: ლოგოს დამზადება ქავერის დამზადება ბანერების და ბილბორდების ვიზუალების შექმნა სოც მედია პოსტების შექმნა ციფრული ბანერების დამზადება საბეჭდი მასალების - ფლაერები, პოსტერები, ბროშურების შექმნა ბიზნეს ბარათების დამზადება აბრების, ინსტალაციების დიზაინის შექმნა სხვა, ინდივიდუალური საჭიროებების დიზაინის შექმნა

banner-image
banner-image

მოუშენ დიზაინი

მოუშენ დიზაინი არის გრაფიკული დიზაინის საფუძვლებზე წარმოქმნილი ინოვაციური მეთოდი. ის არის რევოლუციური სიტყვა გრაფიკაში, დიზაინში, მარკეტინგსა და ძალიან ბევრ სხვა სფეროში. მოუშენ დიზაინით შესაძლებელია გაცილებით გამარტივდეს მომხმარებლებისათვის ამა თუ იმ ვიზუალური ელემენტების აღქმა და დამახსოვრება. თუ ადრე რეკლამა ჩვეულებრივ წარწერას და დიზაინს მოიცავდა, ახლა უკვე შესაძლებელია თქვენი რეკლამა იყოს მულტიფუნქციური, ანიმაციური, სხვადასხვა გამოსახულებების მოძრაობით, რაც მომხმარებლისთვის უფრო სასიამოვნო საყურებელი და მარტივი აღსაქმელია. მოძრავი ტექსტები, ანიმაციები და სხვადასხვა დეტალების ამოძრავება ყველაფერს უფრო რეალურად წარმოაჩენს. სწორად გამოყენებული მოუშენ დიზინი წარმატების სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს თქვენს ბიზნეს და გაცილებით უფრო მეტად მიმზიდველს გახდის მას.

ლოგო და ბრენდბუქი

ლოგოს შექმნა ნებისმიერი ბრენდის საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია. ბრენდირების ფარგლებში მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვრის ლოგოს ფერთა გამა, ვიზუალი და სხვადასხვა ზედაპირზე მისი გამოხატვის წესები. ყველაზე ხშირად, სასაქონლო ნიშნადაც სწორედ ლოგოს გამოყენება ხდება. ბრენდბუქში განსაზღვრულია ისეთი ელემენტები, როგორიცაა ლოგო, ფერები, ფონტები, გრაფიკული ელემენტები და ბრენდის ვიზუალიზაციასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტები. ბრენდბუქი უზრუნველყოფს თანმიმდევრული გამოსახულებების შექმნას და ბრენდის იდენტობის დაცვას ნებისმიერ არხში პროდუქტის ვიზუალურად წარმოჩენის პროცესში.

banner-image
banner-image

ვიდეო გადაღება

ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლამდე მარტივად მიიტანოს ინფრომაცია, საკუთარი სერვისებისა თუ პროდუქციის შესახებ. ვიდეო კი საუკეთესო საშუალებაა მოკლე დროში, თუნდაც 1 წუთში, კრეატიული გზით მიიტანოთ მთავარი სათქმელი მომხმარებელთან. ხარისხიანი ვიდეო რგოლი ნიშნავს დასახული მიზნების შესრულებას, ეს კი უმეტესწილად ნიშნავს ბრენდისთვის მომხმარებლების რაოდენობისა და ლოიალურობის ზრდას. ვიდეო რგოლი შესაძლოა იყოს მრავალი ფორმატის: გრაფიკული, ანიმაციური, ინსტრუქციული, საიმიჯო კლიპი და მრავალი სხვა. მთავარია, ითვალისწინებდეს მიზნობრივ მაყურებელს და მას უქმნიდეს ბრენდის მიზნების შესაბამის წარმოდგენას. ერთი სწორად განსაზღვრული და მაღალხარისხიანი ვიდეო რგოლით შესაძლოა კომპანიამ გრძელვადიანი, უზღვავი ლოიალური მომხმარებელი შეიძინოს.

ფოტო გადაღება

პროფესიონალური ფოტო გადაღება და დრონით მომსახურება - წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ნებისმიერი ღონისძიების, ბიზნეს პროექტის ან ინდივიდუალური საჭიროების აღსაბეჭდად. ბრენდისტრის პროფესიონალი გუნდი კი უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებასა და მასალების მოწოდებას, რაც თქვენს განსაკუთრებულ მომენტებს სამუდამოდ სამახსოვროდ შემოინახავს. სერვისი მოიცავს : ბიზნეს პორტრეტების ფოტოსესია მარკეტინგული გადაღება პროდუქტებისთვის ღონისძიებების გადაღება ინტერიერ-ექსტერიერის გადაღება დრონით გადაღება მასალების საჭიროებისამებრ დამუშავება

banner-image
banner-image

მედია მარკეტინგი

დღეს, როცა ციფრული ხელსაწყოები სარეკლამო სივრცის განუყოფელი ნაწილია, ტრადიციული საშუალებები პოპულარობას მაინც არ კარგავს. მედია მარკეტინგი ქართულ ბაზარზე მომხმარებლებთან დასაკავშირებლად კვლავაც მოწინავე პოზიციას იკავებს. მედია მარკეტინგი უზრუნველყოფს ბრენდის მიზნების და ამოცანების ანალიზს, სამიზნე აუდირორიის შესაბამისი მედია გეგმის მომზადებას, გასავრცელებელი ინფორმაციის დამუშავებსასა და სტრატეგიულად ონლაინ მედიაში სტატიების სახით, ტელევიზიაში ან რადიოში ეფექტურ განაწილებას, სპეციალური, შეღავათიანი ტარიფებით. მომსახურება ასევე მოიცავს სპეციალურ სასპონსორო პაკეტებზე მოლაპარაკება-აღსრულებას / დაკვეთილი სიუჟეტების / ტელევიზიაში გადაცემაში სტუმრობის უზრუნველყოფას.

ივენთების ორგანიზება

ბრენდისტრის დახმარებით თქვენ უკვე შეგიძლიათ გახსნის ღონისძიებების, საღამოების თუ დღესასწაულების ორგანიზების ყველა სერვისის მიღება. ჩვენი მიზანია, მარკეტინგულ მომსახურებასთან ერთად ჩვენს პარტნიორებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, კომფორტულად მოახერხოს მნიშვნელოვანი ღონისძიბების ეფექტური მოწყობა. კორპორატიული ღონისძიება გახსნის ცერემონია შეხვედრები და კონფერენციები პერსონალური ივენთი ინვენტარი ფურშეტი ფეიერვერკები, გირლიანდები და სხვა ეფექტები

banner-image
banner-image

ფურშეტით მომსახურება

ბრენდისტრის ქეითერინგი მაღალი ხარისხის ფურშეტის ინგრედიენტებს და ვიზუალურ ესთეტიკას აერთიანებს. ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფურშეტის მენიუ Welcome მენიუ ყავის შესვენების მენიუ ბარი ინვენტარი

ka_GEGeorgian